|
|
საკანონმდებლო რეგულაცია და მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის გამარტივებული წესი
29 მაისს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის წარმომადგენლობისა და სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ორგანიზებით, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა მიწის ნაკვეთების გამარტივებული წესისა და პირობების შესახებ.
საინფორმაციო სახის შეხვედრას ფერმერები, მიწათმოქმედები და ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები დაესწრნენ.
სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელმა შეხვედრის მონაწილეებს ის საკანონმდებლო რეგულაციები და მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის წესები გააცნო, რომელიც ამოქმედდა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა სპორადული რეგისტრაცია.
მონაწილეებმა ასევე რეკომენდაციები მიიღეს დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამოსწორების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მიწის რეფორმა 1992 წელს დაიწყო, თუმცა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. დღეის მდგომარეობით შეუძლებელია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და კერძო პირებზე გაცემული მიწის ნაკვეთების ზუსტი ფართობების დადგენა. სწორედ ამიტომ, 2016 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 1 ივლისამდე მოქმედებს მიწის რეგისტრაციის კანონი, რომელიც პროცედურებს მოქალაქეებისათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს და მარტივს ხდის.
|
|
|
 | თებერვალი 2019 |  |
| |
28 | 29 | 30 | 31 | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
|
|