centers for civic engagement
English
Home 

განცხადება

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდში საარჩევნო სუბიექტებს, საარჩევნო ადმინისტრაციას, ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, სადამკვირვებლო მისიებს და სხვა სამოქალაქო ჯგუფებს სთავაზობს ნეიტრალურ სივრცეებს საქართველოს ათ დიდ ქალაქში ბრიფინგების, პრესკონფერენციების, პრეზენტაციების, საარჩევნო დებატების, მოქალაქეებთან/ამომრჩევლებთან შეხვედრების, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებისთვის.
წინასაარჩევნო პერიოდში ქსელის ათივე ცენტრი უსასყიდლოდ უმასპინძლებს იმ ღონისძიებებს, რომელთა მიზანი კანდიდატების საარჩევნო პროგრამების, ამომრჩეველთა სიების ფორმირების, ხმის მიცემის პროცედურების და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება იქნება. სხვა საარჩევნო ღონისძიებებზე (მაგალითად, ტრენინგები, უორქშოპები, სამუშაო შეხვედრები და ა.შ.) გავრცელდება შეღავათიანი ტარიფები.
არჩევნების დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს. ცენტრები გაიხსნება დილის 7 საათიდან და დაიხურება შესამაბის ოლქებში არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ. მედიაორგანიზაციებს, სადამკვირვებლო მისიებს და საარჩევნო სუბიექტებს ცენტრების გამოყენება შეეძლებათ როგორც დროებით სამუშაო სივრცედ, ისე პირდაპირი ჩართვებისა და ბრიფინგებისთვის.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ აერთიანებს ათ ცენტრს ახალციხეში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, თელავში, მარნეულში, ოზურგეთში, რუსთავში, საგარეჯოსა და ქუთაისში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ქეთი ბენდელავა, კომუნიკაციების ოფიცერი: ტელეფონი: 599 871 077, ელ-ფოსტა: kbendelava@ncce.ge
უკან დაბრუნება  
ოქტომბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა